воскресенье, 5 июня 2016 г.

მეცხრე დღე

დღეს  წარვადგინე ჩემი პროექტი,მივიღე უკუკავშირი:როგორც დადებითი, ასევე ხარვეზები,შევაფასე კოლეგების პროექტები მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით,გავითვალისწინე რეკომენდაციები და ჩავასწორე ჩემი პროექტის გეგმა,საბოლოოდ გადავავლე თვალი პორტფოლიოს, ჩავასწორე  დოკუმენტაცია და განვაახლე , როგორც დისკზე , ასევე ბლოგზე.
         საერთო ჯამში, ძალიან კარგი იყო ტრენინგი. ამ 9 დღის განმავლობაში ჩვენ ტრენერთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით,რაც განპირობებული იყო ტრენერის უშუალო და თბილი დამოკიდებულებით.ვფიქრობ,აღნიშნულ ტრენინგს  უფრო მეტი დრო რომ დაეთმოს კარგი იქნება.მადლობა ,ბატონო მინდია.

суббота, 4 июня 2016 г.

მერვე დღე

დღეს კიდევ ერთხელ დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა, შევუსაბამე რესურსები პროცედურებს,შევქმენი ინტერნეტსაიტების  ჩამონათვალი, ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩამონათვალი,მოვემზადე პროექტის წარსადგენად,გავინაწილე თეთრი და შავი პიარის როლი,რამაც მოგვცა შესაძლებლობა უკეთ დაგვენახა ჩვენი თუ მეგობრის კარგი და უარყოფითი მხარე.კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით.დიდი მადლობა ბატონ ტრენერს ....