воскресенье, 5 июня 2016 г.

მეცხრე დღე

დღეს  წარვადგინე ჩემი პროექტი,მივიღე უკუკავშირი:როგორც დადებითი, ასევე ხარვეზები,შევაფასე კოლეგების პროექტები მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით,გავითვალისწინე რეკომენდაციები და ჩავასწორე ჩემი პროექტის გეგმა,საბოლოოდ გადავავლე თვალი პორტფოლიოს, ჩავასწორე  დოკუმენტაცია და განვაახლე , როგორც დისკზე , ასევე ბლოგზე.
         საერთო ჯამში, ძალიან კარგი იყო ტრენინგი. ამ 9 დღის განმავლობაში ჩვენ ტრენერთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით,რაც განპირობებული იყო ტრენერის უშუალო და თბილი დამოკიდებულებით.ვფიქრობ,აღნიშნულ ტრენინგს  უფრო მეტი დრო რომ დაეთმოს კარგი იქნება.მადლობა ,ბატონო მინდია.

суббота, 4 июня 2016 г.

მერვე დღე

დღეს კიდევ ერთხელ დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა, შევუსაბამე რესურსები პროცედურებს,შევქმენი ინტერნეტსაიტების  ჩამონათვალი, ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩამონათვალი,მოვემზადე პროექტის წარსადგენად,გავინაწილე თეთრი და შავი პიარის როლი,რამაც მოგვცა შესაძლებლობა უკეთ დაგვენახა ჩვენი თუ მეგობრის კარგი და უარყოფითი მხარე.კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით.დიდი მადლობა ბატონ ტრენერს ....

воскресенье, 29 мая 2016 г.

მეშვიდე დღე

დღეს გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას,ჩამოვწერე რეკომენდაციები სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლისათვის,დავხვეწე პროექტის გეგმა,შევიმუშავე ტეკნიკური და პროგრამული რესურსების ჩამონათვალი,ასევე ინვენტარის და ბეჭდვითი მასალების ჩამონათვალი,დავხვეწე შეფასების რუბრიკები,განვაახლე ინფორმაცია დისკზე.

მეხუთე დღე

დღეს გავეცანი საავტორო უფლებებს,რომელტა დაცვითაც გადმოვწერე სურათები და დავიწყე ციტირებული დოკუმენტის სექმნა.გავეცანი მოძიებული მასალის სანდოობას და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებებს.სინათლის გათიშვის გამო ვერ გამოვაქვეყნე რეფლექსია.

суббота, 14 мая 2016 г.

მეოთხე დღე


დღეს ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე,დავხვეწეთ საკვანძო კითხვები,დავწერეთშეფასების დროის ჩარჩო,მოვამზადე პრეზენტაციადა ვისწავლე მისი ბლოგში ჩაშენება.

четверг, 12 мая 2016 г.

მესამე დღე

    დღეს საინტერესო იყო ჩემთვის ახალი ფაილების შექმნა,ასევე სიახლე იყო ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტების მოძიება და გადმოწერა,რომელიც მოვარგე ჩემი პროექტის გეგმას,ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შინაარსზე,განვაახლეთ ინფორმაცია დისკზე...დიდი მადლობა, ბატონ მინდიას საინტერესო და შინარსიანი ტრენინგსათვის..

воскресенье, 8 мая 2016 г.

მეორე დღე

დღეს გავცანი კონკიას პროექტის რესურსების მოძიებას,გაცნობა და გამოყენების გზებს აგრეტვე შევისწავლეთ ინტერნეტის მეშვეობით სურათების გადმოქაჩვას 

суббота, 7 мая 2016 г.

პირველი დღე

პირველ შეხვედრაზე გავეცანი პროექტის მიზნებს,პროექტებით სწავლებას,პროგრამა ვიუერს, ,,კონკიას" პროექტის გეგმას,შევქმენი საქაღალდეები და ავკრიფე ბლოგზე.
      განსაკუთრებით მომეწონა ბლოგზე ჩემთვის საჭირო ინფორმაციის განთავსება რომ ვისწავლე,ასევე საინტერესო იყო პროექტებით სწავლება,რასაც გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში და უფრო საინტერესოს გავხვდი სასწავლო პროცესს.მადლობა ტრენერს საინტერესო ტრენინგისათვის.